ვაქცინაცია თელავშიც დაიწყო

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი კახეთის რეგიონში თელავიდან დაიწყო

თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში პირველი აცრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა გაიკეთა. მასთან ერთად სურვილი კიდევ ორმა მედიკოსმა გამოთქვა.

რეგიონში 3100 ერთეული ასტრაზენეკას ვაქცინაა შემოტანილი. ამის შემდეგ, მსურველი მოქალაქეებიც დარეგისტრირდებიან.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი