"10 დღე, 2 კვირა უნდა დავაკვირდეთ" - გამყრელიძე კომენდანტის საათის მოხსნაზე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, 21:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, შესაძლოა, მარტის ბოლოს შემსუბუქდეს. 

ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე, 2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპობრივად კიდევ სხვა... დარწმუნებული ვარ, რასაც მეკითხებით ისიც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე" - ამბობს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, დღეიდან ქვეყანაში შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი მოიხსნა. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდა, ასევე თეატრები, სპორტული კლუბები და პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებსა და ვარჯის დაიწყებენ;

გაიხსნება სპორტული დარბაზები; სასკოლო წრეები აღადგენენ მუშაობას;

ისევ ძალაშია კომენდანტის საათი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი