ლაგოდეხში საკრებულოს შენობაში მდებარე გაერთიანებული წყალმომარაგების ფილიალი გაქურდეს

გამოქვეყნდა:

შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლაგოდეხის სერვისცენტრი, რომელიც საკრებულოს შენობაში მდებარეობს გაქურდეს. ცენტრი შენობის მესამე სართულზეა განთავსებული, შენობას ჰყავს დაცვაც, რომელიც სამუშაო დღეებში ადგილზეა,

წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკის ნაწილი. სავარაუდოდ, დაკარგულია ორგანიზაციის ბეჭედიც. ამის გამო, ორგანიზაცია ამ დრომდე პარალიზებულია.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. ქურდობა სავარაუდოდ უქმე დღეებში მოხდა.

როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო. რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი