სინოდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მღვდელმთავარი, შესაძლოა, უმაღლესი საეკლესიო ორგანოს მიღმა დარჩეს. მეუფე იობის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები მძიმე და ხმაურიანია. რუის-ურბნისის მიტროპოლიტისთვის შეიძლება ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება საბედისწერო აღმოჩნდეს. თუ წმინდა სინოდში გადაწყვეტენ, რომ მეუფე იობი ზნეობრივ დანაშაულს სჩადის და მოძალადე მღვდელს მფარველობს, ის შესაძლოა სინოდიდან გარიცხონ.
მიტროპოლიტის მდგომარეობას კიდევ ერთი ფაქტი ამძიმებს. მეუფე იობის ახლო გარემოცვის ყოფილი წევრი „მთავარ არხთან“ ინტერვიუში სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროებს. წარსულში სასულიერო პირი, რომელმაც ეპარქიას თავი გაარიდა, ყვება, რომ მიტროპოლიტი ხშირად გაჭირვებულებისთვის გამოგზავნილ შემოწირულობას მაღაზიებში ყიდდა.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ყინწვისის მონასტრის ირგვლივ განვითარებულ სისხლიან მოვლენებში საპატრიარქო ოფიციალურ პასუხისმგებლობას ეპარქიის მღვდელმთავარს აკისრებს და შესაბამის რეაგირებასაც სთხოვს. მოიწვევს თუ არა მეუფე იობი რუის-ურბნისის ეპარქიის სამღვდელოების კრებას, ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ საპატრიარქომ ეს განცხადება მანამ გაავრცელა, ვიდრე ბრალის ოფიციალურად დადასტურება მოხდებოდა და დამნაშავე სასულიერო პირს პატიმრობას მიუსჯიდნენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ მამა დავით აქიაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. მთავარ არხთან ჩაწერილ სკანდალურ ინტერვიუში, რუის-ურბნისის ეპარქიის ყოფილი წევრი, ახლა უკვე ჩვეულებრივი მოქალაქე ამბობს, რომ მიტროპოლიტი სასულიერო პირისთვის შეუფერებელ ამორალურ ქმედებებს უკვე წლებია ჩადის. იგი რეგიონში განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობს და კანონს თითქმის არასდროს ემორჩილება. ეპარქიის ყოფილი წევრი ახსენებს, რომ გაჭირვებულებისთვის გამოგზავნილი შემოწირულობის ადგილობრივ მაღაზიებში გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს მეუფე პირადი მზინებით იყენებდა.
მინდა მარტივი კითხვა დავსვა, შემოწირული მოწყალების გაყიდვა შესაძლებელია თუ არა, მეუფეო, რასაც აწარმოებდით და რაზეც ლოცვა-კურთხევა იყო, რაც მაღაზიაში იყიდებოდა, რა სულიერებაზეა ლაპარაკი“, - ამბობს ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი.
მეუფე იობი საზოგადოების ყურადღებას თავისი ქადაგებებით და სხვადასხვა ქმედებებით ხშირად იქცევდა, თუმცა ბოლო შემთხვევამ ყველა სხვა გადაფარა. ყინწვისის მონასტერში მომხდარი სისხლიანი დაპირისიპირების შემდეგ მღევდელმათვარი აცხადებდა, რომ არაფერი მომხდარა. სწორედ ამ სიტყვების თქმიდან მეორე დღეს მამა დავითს ბრალი უმძიმეს დანაშაულში წაუყენეს. გაირკვა, რომ მეუფე ხელს აფარებს პიროვნებას, რომელიც მისი მფარველობით აკურთხეს და დანიშნეს მონასტრის წინამძღვარად. რუის-ურბნისის ეპარქიაში ყველასთვის ცნობილია, რომ კობა კობაიძე მეუფე იობმა იშვილა, გაზარდა და გვარიც მისცა. მამა დავით აქიაშვილი ამ ძალაუფლებით რომ ბოროტად სარგებლობდა, ამის შესახებ მეუფის სამიტროპოლიოშიც ყვებიან.
მეუფე იობის საკითხს რამდენიმე დღეში ეთიკის კომისია შეისწავლის. წინასწარი ინფორმაციით, ის ჯერ გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი შეიძლება სინოდი დაატოვებინონ. აღმოჩნდება თუ არა მეუფე იობი კიდევ ერთი სასულიერო პირი, რომელსაც სინოდიდან გარიცხავენ, ჯერჯერობით უცნობია.