თენგიზ ცერცვაძე: ერთი კვირის მანძილზე კიდევ იქნება ზრდა, შემდეგ მივაღწევთ პიკს

გამოქვეყნდა:

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე COVID 19-ის შემთხვევების კიდევ უფრო ზრდას აანონსებს. მისი თქმით, პიკის პერიოდში ათეულობით ახალი შემთხვევა გამოვლინდება.

უახლოესი ერთი კვირის მანძილზე კიდევ იქნება ზრდა, მაგრამ ეს იქნება დღეში რამდენიმე ათეული და არა ასეული, შემდეგ მივაღწევთ პიკს. ეს პიკი მინდა, რომ იყოს პლატო და არა ძალიან ციცაბო. შემდეგ ეს პლატო სავარაუდოდ, 2-3 კვირა გაგრძელდება და მერე უნდა წავიდეს დაღმავალი გზით ეპიდემია“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ცერცვაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გამო რისკი გაიზარდა. ის ზომების გამკაცრებას ამართლებს, რადგან დარწმუნებულია, რომ ამით ეპიდემიის შეჩერება გაადვილდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ქვეყანაში COVID 19-ის 517 შემთხვევაა დადასტურებული. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი