ბასილაშვილის საქმე - ქალთა უფლებადამცველები მუქარაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობენ. ამბობენ რომ მას შემდეგ ,რაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩემპიონი გახდა და მის შესაძლო დამნაშავეობაზე საზოგადოებას შეახსენეს, მათი მისამართით სოციალურ ქსელში მუქარისა და ზეწოლის კამპანია დაიწყო.

ქალთა უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ აგრესია მათი მისამართით გარკვეულწილად ხელისუფლების ბრალეულობაა, რადგან მესამე სექტორის მიმართ სიძულვილის ენას ხშირად სწორედ ისინი ამკვიდრებენ.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა დოჰას ჩემპიონატიდან ბასილაშვილის მოხსნა მოითხოვეს. უფლებადამცვლები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაცვის მხარეს ადანაშაულებენ.

ჩოგბურთელის ადვოკატი ირმა ჭკადუა მთავართან კომენტარს არ აკეთებს. თუმცა დღეს ტელეკომპანია იმედის ეთერში მან დოროყაშვილის უფლებადამცველები სიცრუეში დაადანაშაულა. 

ქალთა უფლებადამცველების მიმართ დაწყებულ აგრესიულ კამპანიას გამოეხმაურნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. მესამე სექტორზე ზეწოლას  გმობს სახალხო დამცველიც.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 4 დღეში გაიმართება. მას ბრალდება ოჯახურ ძალადობას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი