შიდა ქართლში, სოფელი თერგვისი შესაძლოა, ჩაიკეტოს

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლის სოფელი თერგვისი შესაძლოა ჩაიკეტოს. COVID 19 გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდის გარდა, კიდევ სამ ადამიანს დაუდასტურდა.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მედდას ვირუსი ინფიცირებულ პაციენტებთან კომუნიკაციის შემდეგ გადაედო.

მუშაობდა ჰოსპიტალში, სიცხე მისცა, წაიყვანეს და დაუდასტურდა ვირუსი. მეუღლეც წაყვანილია, მთელი ოჯახი იზოლაციაშია“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სოფელ თერგვისის ჩაკეტვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სამთავრობო საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გორის ჰოსპიტალში მომუშავე მედდას ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. მას ოჯახის წევრების გარდა, შეხება ჰქონდა ნათესავებთან. თერგვისსა და კარალეთში, სადაც მედდა სტუმრად იმყოფებოდა, მთელი დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ და ინფიცირებული პაციენტის კონტაქტებს სწავლობდნენ. მედიკოსის ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი