ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მას  ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია ციხეში გაატარებს წელიწადნახევარს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს.

ბუსა ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე - განხზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლიდან, 117-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი