კაჭრეთის კოლეჯში კორონავირუსის 14 შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

კაჭრეთის კოლეჯში "აისი" კორონავირუსის 14 შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე პასუხს კი უახლოეს საათებში ელოდებიან. 

ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებულებთან  15 კონტაქტი გამოავლინეს. მათ პსრ ტესტირება უტარდებათ.

"ფაქტიურად ეპიდ აფეთქებასთან  გვაქვს საქმე"- აცხადებს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. 

მანანა გოგაშვილის განმარტებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯს ონლაინ- სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია უკვე მისცეს.

გურჯაანში, ბოლო დღე- ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი