
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში და საჭიროების შემთხვევაში უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრებენ.
დაცვის მხარე არც სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გამორიცხავს.
ადვოკატები ამბობენ, რომ ბევრი კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია და არც ერთი გარემოებითა და არც ერთი მტკიცებულებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაული არ დასტურდება.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოსამართლე სტურუამ არასრულწლოვნების შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. ზ.ხ-ს და ა.ქს- 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.