"მშივრები ვართ"- გუდაურის საკარანტინო ზონაში მყოფები გაუსაძლის პირობებზე ჩივიან

გამოქვეყნდა:

გუდაურში, საკარანტინო ზონაში გადაყვანილი მოქალაქეები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. რუსეთიდან დაბრუნებული 40-მდე მგზავრი გუდაურის სასტუმრო "ლოჯი"-ში მოათავსეს, სადაც მათი შეფასებით, არასათანადო მომსახურებაა.

მოქალაქეები „მთავართან“ ამბობენ, რომ კვების რაციონი მინიმალურია. მათივე თქმით, პროდუქტის დამოუკიდებლად ყიდვაზე სასტუმროს ადმინისტრაციისგან უარი მიიღეს.

დავურეკე გუშინ მენეჯერს და ვუთხარი, ვართ მშიერი, საჭმელი არ გვყოფნის. ვუთხარი ფულს გადავიდი, რომ საჭმელი მომიტანოთ. ასეთი პასუხი მივიღე, რომ ვერაფრით ვერ დაგეხმარებით, საჭმელი გემრიელი და კარგია. თუ ვინმე გყავთ საჭმელი შემოაგზავნინეთ და ჭამეთ, ასეთი პასუხი მივიღე მენეჯერისგან“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

სასტუმროს წარმომადგენლები მათთან მცხოვრებლების პრეტენზიებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი