
განაჩენი კანონიერი და სამართლიანია - აცხადებს შაქარაშვილის საქმის პროკურორი სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ.
დავით ყაზარაშვილის თქმით, ის განცხადებები, რომლებსაც მსჯავრდებულების ოჯახის წევრები და ახლობლები აკეთებენ, უსიამოვნოა:
სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი, პატარა ბიჭი აღარ არის ამ ქვეყანაზე, მას სიცოცხლე მოუსპეს მსჯავრდებულებმა და ისევ მათი ახლობლები, ოჯახის წევრები და მათი საახლობლო წრე ქუჩაში გამოდის, ისინი გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ თურმე, უპატრონოდ დარჩნენ. ისინი არ ფიქრობენ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილზე, რომელიც ამ ქვეყანაზე აღარ არის და ვერასდროს დაიბრუნებს მისი დედა და ოჯახი მას" - განაცხადა ყაზარაშვილმა.
ამავე თემაზე: