კორონავირუსს დაასრულებს მხოლოდ ვაქცინაცია - აცხადებს ამირან გამყრელიძე და ყველას მოუწოდებს გაერთიანდნენ სლოგანის - „ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“ - გარშემო.
მისივე თქმით, კიდევ დიდხანს მოგვიწევს არსებული წესების დაცვა და რეგულაციებთან ერთად ცხოვრება.
როგორც გამყრელიძე ამბობს, კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის აცრა
მოზრდილი მოსახლეობა საქართველოში არის დაახლოებით 3,8 მილიონი და მისი 60% არის დაახლოებით 1 700 000 ადამიანი. თუ ჩვენ წელს ეს რაოდენობა ავცერით, გარანტიას გაძლევთ იმისას, რომ სერიოზულად ვიტყვით, რომ ეპიდემიას ქვეყანაში დავამარცხებთ და ქვეყანა თანდათანობით დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს" ამბობს გამყრელიძე.
ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინით იმუნიზაცია გუშინ, 15 მარტს დაიწყო. 16 მარტის 14 საათის მონაცემებით რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 4456 წარმომადგენელი, ხოლო აცრილია - 1143.