
გურჯაანის ტექნოპარკიდან კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს. ინოვაციური ცენტრიდან 10- მდე ერთეული კომპიუტერი და კლავიატურაა გატანილი.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ქურდობა თანამშრომელმა ჩაიდინა, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ინფორმაციას ადასტურებს მენეჯერი, ეკა ცისკარაშვილი, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს არ აკონკრეტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. ტექნიკა ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
ტექნოპარკი გასული წლის ოქტომბერში, ეკონომიკის მინისტრმა, ნათელა თურნავამ გახსნა. პროექტში 2, 4 მილიონი ლარია გადახდილი.
ავტორი: ია გულიაშვილი