
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირების საეჭვო შემთხვევების დიაგნოსტიკა ახალი მეთოდით მოხდება. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, „ჯინ ექსპერტ“ მეთოდი უკვე დატესტეს.
როგორც რატიანი განმარტავს, პაციენტებს მასობრივად არ შეამოწმებენ და დიაგნოსტიკა მხოლოდ საავადმყოფოში მყოფებს ჩაუტარდებათ. აღნიშნული მეთოდით ახალ კორონავირუსზე ტესტირების შემდეგ პასუხის მიღება 50 წუთში არიან შესაძლებელი.
ეს არის უნიკალური მეთოდი, სადაც ალბათობა იმისა, რომ იყოს დაშვებული შეცდომა მინიმალურამდეა დაყვანილი, ვინაიდან მასში არ არის მონაწილე ადამიანის ფაქტორი“, - აცხადებს ლევან რატიანი.
შეგახსენებთ, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 83 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის არის 82 წლის ქალი, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, ორივე ქვემო კიდური ამპუტირებული აქვს და მიკროანგიპათისს გამო გართულებული პრობლემები აღენიშნება. კლინიკას დღეს ხუთი მოქალაქე დატოვებს, მათ შორის არასრულწლოვნებიც.