თბილისში, შესაძლოა, ბზობის კლასტერი გაჩნდეს

გამოქვეყნდა:

თბილისში, შესაძლოა, ახალი, ბზობის კლასტერი გაჩნდეს. კოვიდ-19 მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს 17 აპრილს დაუდგინდა. ცნობილია, რომ შუახნის ქალი მამა დავითის ტაძარს და მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდა. ასევე მუშაობდა ვაშლიჯვრის ტაძარშიც. 

„მთავარის“ ინფორმაციით, პაციენტი ტაძარში ბოლოს 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე იმყოფებოდა და ეზიარა კიდეც. 

ჩატარდა თუ არა სადეზინეფქციო სამუშაოები მამა დავითზე და დაეკონტაქტნენ თუ არა ეპიდემიოლოგები ადგილობრივ მრევლს - ამის გასარკვევად მისულ ჟურნალისტებს დღეს ეკლესიაში აგრესიით დახვდნენ. შესაბამისად, მათ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი