
მარნეულში COVID 19-ის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. პაციენტები „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში თეთრიწყაროდან შეიყვანეს.
შუახნის მამაკაცები საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის სიმპტომებით გუშინ საღამოს შეიყვანეს. ერთ-ერთი პაციენტი თეთრიწყაროში დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრია.
მარნეულის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, ტატა შენგელაიას თქმით, საეჭვო სიმპტომებით კიდევ 12 პაციენტის შემოწმება იგეგმება.
ეს პაციენტები ცხელებით შემოვიდნენ ორი დღის წინ თეთრიწყაროდან, 70-ს გადაცილებული. გუშინ იქნა აღებული მასალა და დღეს დაგვიდასტურდა ორივესთან COVID ინფექცია“, - განაცხადა ტატა შენგელაიამ.
ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლნისშიც. პაციენტები სოფელ სავანეთიდან არიან. ბოლნისში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 95-ს მიაღწია, მარნეულში კი - 16-ს.