გურჯაანის მუნიციპალიტეტში მედიკოსების ასაცრელად, 300 ვაქცინა გაიგზავნა. დღეიდან, 17 მარტიდან აცრა დაიწყო ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო დაწესებულებაში. ვაქცინა უკვე გაიკეთა პირველმა ექიმმა, პროცესი შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება.
მედიკოსები მოქალაქეებს ვაქცინაციაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინის ვარგისიანობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ჭორებია და მოქალაქეებმა მხოლოდ სპეციალისტების რჩევებს უნდა მოუსმინონ.
შეგახსენებთ, ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინით ექიმების ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.