​არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულს სასამართლომ გირაო დააკისრა-პროკურატურამ გაასაჩივრა 

გამოქვეყნდა:

სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს გირაო შეეფარდა, პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა

საუბარია თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 15 000 ლარიანი გირაო დააკისრა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ოქტომბერში ა.ნ.-მ წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა. 

აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ასევე 12 მარტს ი.უ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.უ. არასრულწლოვან დას სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რადგან დაზარალებული ხვდებოდა მასზე ბევრად უფროს და დაოჯახებულ მამაკაცს.

ა.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ი.უ.-ს 11 პრიმა 126 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ.

პროკურატურამ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, მოსამართლემ ი.უ-ს პატიმრობა, ხოლო ა.ნ.-ს გირაო 15 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
პროკურატურა არ დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ა.ნ.-სთვის შეფარდებული გირაო სააპელაციო სასამართლოში, მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით გაასაჩივრა." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შსს-მ კახეთში ფიზიკური ძალადობისა და სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 2 პირი გუშინ დააკავა
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი