ყაჩაღობის მცდელობა სავაჭრო ობიექტზე - თავდამსხმელი ამტკიცებდა, რომ ხელყუმბარა ჰქონდა

გამოქვეყნდა:

ყაჩაღობის მცდელობა და თავდასხმა სავაჭრო ობიექტზე - შემთხვევა თბილისში ცოტა ხნის წინ მოხდა. პირი, რომელიც ამტკიცებდა, რომ შეიარაღებული იყო და ხელყუმბარა ჰქონდა, თავს "ნიკორას" სუპერმარკეტს დაესხა. შემთხვევა ავჭალაში, პოლიციის შენობის უკან მოხდა. 

სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება Სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი