საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის ახალარჩეული პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის რეგისტრაცია შეაჩერა. ამის მიზეზად კი უწყებამ პროცესუალური დარღვევები დაასახელა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საჯარო რეესტრი კავშირის არჩეული პრეზიენტის უფლებამოსილებას ახარვეზებს. მანამდე ეს ირაკლი აბუსერიძის შემთხვევაში მოხდა. თუმცა მის არჩევას არც მსგავსი ხმაური მოჰყოლია და არც საპოლიციო დანაყოფების მობილიზაცია გამხდარა საჭირო.
თავად აბუსერიძის მომხრეები კი აცხადებენ, რომ საჯარო რეესტრი ვალდებული იყო იმ დარღვევებზე რეაგირება მოეხდინა, თუმცა დოკუმენტში უფრო მძიმე დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა, საუბარი საერთოდ არაა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტად ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული იოსებ ტყემალაძე 10 მარტს აირჩიეს.