ზუგდიდში, თურქეთის მოქალაქისთვის მანქანის მოპარვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, თურქეთის მოქალაქისთვის მანქანის მოპარვის ბრალდებით, პოლიციამ სამი პირი დააკავა.  პოლიციამ დაშლილი მანქანა სამი დაკავებულიდან ერთ-ერთის სახლში იპოვა. 

თურქ ბიზნესმენს, ომერ დემიროქს პოლიციამ ამ ფაქტზე უკვე აცნობა. სამართალდამცველებმა მას განუმარტეს, რომ მანქანის ყველა ნაწილი ამოღებულია.

საქმე 177-ე მუხლის მე-4 ნაწილითაა აღძრული, რაც ჯგუფურად ქურდობას გულისხმობს. დაკავებულები ამ დროისთვის დაკითხვაზე, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში იმყოფებიან. 

ამავე თემაზე:

 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი