ქობულეთში, ბინიდან 15 000 ლარი წაიღეს

გამოქვეყნდა:

ქურდობა ქობულეთში. ხუთსართულიან კორპუსში ცეცხლაძეების ბინადან 15 000 ლარი მოიპარეს.
ცეცხლაძეები გუშინ მთელი დღის განმავლობაში სახლში არ იმყოფებოდნენ, უკან დაბრუნებულებს კი რკინის კარი გატეხილი დახვდათ.

საქმეზე გამოძიება 177- ე, ქურდობის მუხლით დაიწყო, თუმცა პოლიციას  ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი