ევროპის წამლის სააგენტო თავის დასკვნას "ასტრაზენეკას" ვაქცინასთან დაკავშირებით დღეს, 18 მარტს გამოაქვეყნებს.
იქამდე კი წამლის სააგენტო უკვე აცხადებს, რომ არ არსებობს არავითარი ნიშნები იმისა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა თრომბის წარმოქმნას უწყობს ხელს.
სააგენტოს დირექტორმა ემერ ქუქმა თქვა, რომ ვაქცინის უპირატესობა გვერდითი ეფექტების რისკს აღემატება. იგივეს ამტკიცებენ სპეციალისტები საქართველოში.
ქვეყანაში მედპერსონალის ვაქცინაცია "ასტრაზენეკას" ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.