სალომე ზურაბიშვილი აიცრა

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი აიცრა. პრეზიდენტმა ასტრაზენეკას ვაქცინა ცოტა ხნის წინ, საჯაროდ გაიკეთა. პრეზიდენტმა აცრა საკუთარ დაბადების დღეზე, ინფექციურ საავადმყოფოში ჩაიტარა. ზურაბიშვილმა განცხადებაც გააკეთა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჩვენ თუ გვინდა, რომ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას მოჰყვა, აუცილებელია, რომ ეს საშუალება, რაც მოგვეცა და მოგვეცემა, გამოვიყენოთ - დავიცვათ საზოგადოება, ქვეყანა და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ“- აღნიშნა პრეზიდენტმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი