სოსო ტყემალაძის იურისტები საპასუხო სარჩელზე მუშაობენ. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება თავად ტყემალაძისთვისაც გაუგებარია -" ჩემი კანდიდატურა არ დახარვეზებულა. დახარვეზებულია წესდების წარდგენა. ჩემთვისაც გაუგებარია, მაგრამ საჯარო რეესტრია და იურისტები მუშაობენ" ამბობს ტყემალაძე "მთავართან"
საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის ახალარჩეული პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის რეგისტრაცია შეაჩერა. ამის მიზეზად კი უწყებამ პროცესუალური დარღვევები დაასახელა.