ჯანდაცვის მინისტრისა და პატრიარქის შეხვედრა დასრულდა. როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა ტიკარაძემ თქვა, შეხვედრის მიზანი სასულიერო პირებისა და პატრიარქის ინფორმირება იყო ვაქცინასციასთან დაკავშირებით
"ამ შეხვედრის მიზანი იყო მისი დეტალურად ინფორმირება, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება მას ჰქონდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის" ამბობს ტიკარაძე.
მინისტრის თქმით, "პატრიარქის განწყობა არის ცალსახად ის, რომ მომხრეა ნებაყოფლობითი იყოს ვაქცინა, არ იქნება არანაირი დაძალება მოქალაქეების" ამბობს ტიკარაძე.