მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, 19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა იქნება დაშვებული,
1 აპრილიდან კი რეგულაციების დაცვით მუშაობას განაახლებენ საბავშვო გასართობი ცენტრები და კონოთეატრები.
„დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. 1 აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს. უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო- ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მასზე მაყურებლის დასწრება, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით, სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%,“ - განაცხადა დარჩიაშვილმაა.