დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაახლოებით ათი დღის განავლობაში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას დააკვირდნენ და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეყილება ამის შემდეგ მიიღებენ
„გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით რამდენჯერმე იყო მსჯელობა. საკოორდინაციო საბჭოს პოზიციაა, რომ ყველაფერი თანდათანობით მოხდეს. მოგეხსენებათ, კომენდანტის საათს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა ეპიდსიტუაციის მართვაში. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში დავაკვირდეთ ვითარებას, რის შემდეგაც მიიღებს საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.