პაატა იმნაძე, იმ გვერდით მოვლენებზე ისაუბრა, რომელიც ვაქცინაციას მის შემთხვევაში მოჰყვა:
მე მაგალითად მქონდა მკლავის ტკივილი, დღესაც მაქვს შენარჩუნებული. დაღლილობის შეგრძნება მქონდა მეორე დღეს და ასევე მეორე საღამოს სახსრის ტკივილი. ეს წერია კიდეც, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ვაქცინის გაკეთებას. ჩემი კოლეგები ვიცი რამდენიმე ვისაც ჰქონდა 39 გრადუსი ტემპერატურა აცრის შემდეგ, ესეც ნორმალურია. ,-თქვა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, არ არსებობს ვაქცინა, რომელსაც გვერდითი მოვლენა არ ექნება.