მე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან ჟურნალისტების თანდასწრებით - იმნაძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მან იცის იმ სასულიერო პირების შესახებ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჟურნალისტების თანდასწრებით აიცრებიან.

​როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იმნაძემ აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესი საქართველოში ნელ-ნელა დალაგდება.

"თქვენ ნუ გგონიათ, რომ ეს მარტო საქართველოშია. ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს ასეა. ახალი ვაქცინაა, აქედან გამომდინარე ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ნუ ვიჩქარებთ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი თავის ადგილას იქნება. მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს მოხდება ყველაფერი თქვენი თანდასწრებით",-თქვა იმნაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი