დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესში პირველი გართულება და გვერდითი მოვლენა გამოვლინდა.
ბრიფინგის მიზანია, გაუწყოთ, რომ გამოვლინდა პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია, ანუ გართულება ვაქცინაციის პროცესის. ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე, ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვერდითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც ვაქცინის შეყვანისას სწრაფად ვითარდება, გახლავთ ანაფილაქსიური შოკი. კორონავირუსის ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლენები, - თქვა გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი რეაქციები ხშირ შემთხვევაში ვლინდება ტემპერატურით, თავის, სახსრებისა და კუთების ტკივილით. იშვიათ შემთხვევაში ანაფილაქსიური შოკით.
მისივე ინფორმაციით, ამავე საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროში 19:00 საათზე საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.
დღის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა.
ამავე თემაზე: