
ველისციხეში 80 წლის ქალის გვამი იპოვეს. სავარაუდოდ, ის რამდენიმე კვირის გარდაცვლილია, რადგან სახლში მხოლოდ ნაწილებს მიაკვლიეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და დედას ხშირად სცემდა. მათივე თქმით, შვილმა ქალის გარდაცვალება არავის აცნობა. მეზობლებმა ფაქტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სახლიდან საშინელი სუნი გამოვიდა და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მათივე ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.
ავტორი: ია გულიაშვილი