დღეს საქართველოში COVID-19-ის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 242

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 242 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 276 796
  • გამოჯანმრთელებულია - 269 626
  • გარდაცვლილია - 3 683
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 23 827, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  14 915, PCR ტესტით -  8 912
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,51%, ბოლო 14 დღის - 1,51%, ბოლო 7 დღის -  1,37%
  • კარანტინის რეჟიმში - 235
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 434
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 154

რაც შეეხება რეგიონებს, დღევანდელი 360 შემთხვევიდან: თბილისი 164, აჭარა - 20, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 22, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 13, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 122 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 98 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,7 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი