ახალციხის კლინიკაში, სადაც 27 წლის ექთანი აცრეს რეგულირების სააგენტო შევიდა

გამოქვეყნდა:

ახალციხის კლინიკა "იმედში", სადაც 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაუკეთეს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შევიდა. მათ აინტერესებთ რა ღონისძიებები გაატარა ადმინისტრაციამ მას შემდეგ, რაც ექთანი კომაში ჩავარდა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავებიც.

კლინიკის დირექტორმა განაცხადა, რომ მათ აქვთ სპეციალური შოკკაბინები და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა დახმარება ამღმოუჩინეს მედდას, რის შემდეგც, მისი გადაყვანა თბილისში გადაწყდა. 

"მეგი ბაქრაძე იყო მეათე, მეათე აიცრა, თქვენ ნახეთ ალბათ, მოუწოდა სხვებსაც, აცრის შემდეგ კარგად გრძნობდა თავს და უცბად განუვითარდა გვერდითი მოვლენა, ეს განვითარდა დაყოვნების ოთახში, იქვე შეეწყო სამედიცინო პერსონალი, იმწამსვე დაიწყო დახმარების აღმოჩენა. ამიტომ, რაღაცამ დააგვიანა, ეს იყო ყველაფერი იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე გათვალისწინებულია. კლინიკა მზად იყო", - თქვა კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ვარძიმაძემ.

მისივე თქმით, რეგულირების სააგენტო ადგილზე გუშინვე ჩავიდა და ყველაფერს სწავლობს. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 27 წლის ექთანი კომაში ჩავარდა, მისმა ოჯახის წევრებმა საავადმყოფოს შუშები ჩაამსხვრიეს, ამაზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.  პირად საუბრებში მედიკოსები ამბობენ, რომ რამდენიმე ვაქცინირებულს სიცხე ჰქონდა, თუმცა ისინი თავს კარგად გრძნობენ. 

ცოტა ხნის წინ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა დილიდან სტაბილურად მძიმე იყო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი