"ვაქცინაციის სიიდან ამოიღეს ამბულატორიული დაწესებულებები" - ექიმები ჯანდაცვის ახალ გამოწვევებზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის უწყება გამოწვევის წინაშე - მედიკოსების თქმით, კლინიკებში საკმაოდ მძიმე სურათია, რადგან სისტემა მზად არ არის ვაქცინაციის პროცესის გართულების შემთხვევაში გაუმკლავდეს მას.

გუშინ სასწრაფოდ ვაქცინაციის სიიდან ამოიღეს ამბულატორიული დაწესებულებები, თუ არ იყო მათი მზაობა რატომ იყო, თუ იყო მზაობა, მაშინ რატომ ამოიღეს. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება და ძალიან ბევრი რამ მიმდინარეობს საკმაოდ ბუნდოვნად. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია რამდენად სწრაფად გაეწია მას პირველადი გადაუდებელი დახმარება" ,-ამბობს სოფო ჯაფარიძე.

ექიმები ამბობენ, რომ აუცილებელია დადგინდეს რა გახდა ახალციხის საავადმყოფოში მომხდარის მიზეზი, რამაც ახალგაზრდა ექთნის სიკვდილი გამოიწვია, რადგან ეს ფაქტი კიდევ უფრო ზრდის უნდობლობას ვაქცინასთან დაკავშირებით.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი დავით თელია ამბობს, რომ ანაფილაქსიური რეაქცია არაპროგნოზირებადია.

ჩვენ წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ რამდენია ამ რეაქციის ალბათობა. რისკებზე არის ლაპარაკი, როდესაც პაციენტს აქვს მკვეთრად გამოხატული ალერგიული რეაქცია, როდესაც პაციენტს რომელიმე მედიკამენტზე ქონია ძლიერი ალერგიული რეაქცია" ,- ამბობს თელიამ.

შეგახსენებთ, ახალციხიდან გადმოყვანილი ექთანი, მეგი ბაქრაძე დღეს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი