
ქალბატონს ბოდიშს ძალადობის გამო არ უხდის, ბოდიშს უხდის კოცნის გამო, რომ ლოყაზე აკოცა და ამის გამოა დაჭერილი - აცხადებს გოგი წულაიას ადვოკატი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
ვალერი გელბახიანის თქმით, გოგი წულაიას უდანაშაულობა იმ ვიდეოჩანაწერებითაც დადასტურდება, რომელიც პროკურატურას აქვს მტკიცებულებად.
როგორც გელბახიანი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თვლის, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნაა.
გოგი წულაიას დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.