გარდაცვლილი ექთნის ოჯახი ექსპერტიზის დროულად ჩატარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი ექთნის ცხედარს ცოტა ხანში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ. ოჯახი ითხოვს დროულად ჩატარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი. ახლობლები ასევე ითხოვენ დაიწყოს გამოძიება დაუშვეს თუა რა შეცდომა ექიმებმა ახალციხის კლინიკაში.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, დუმს ჯანდაცვის სამინისტროც. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ ექთანი ალერგიული არ იყო, ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და ვარაუდობენ, რომ ვაქცინის გაკეთება სამსახურში დააძალეს.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი