მოქალაქის თქმით, წნორში ბებია ვერ აცრა, რადგან მედიკოსების ჩათვლით ვაქცინის 10 მსურველი არ იყო

გამოქვეყნდა:

სოციალურ ქსელში, მოქალაქე უჩა აბაშიძე ყვება, რომ წნორში ბებიას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე საავადმყოფოში უარი უთხრეს, რადგან თითო აცრა, 10 ცალიან შეკვრებადაა შენახული, სამედიცინო პერსონალი კი მას არ იკეთებს.

მისივე ინფორმაციით, წნორში ჩატანილი ვაქცინებიდან არცერთი გახსნილა და გამოყენებულა.

"და აი დადგა დღე (დღეს), წაიყვანა დედაჩემმა წნორში, აცრაზე (კახეთში არიან გადახვეწილები) რო მივიდნენ გაირკვა რო ვაქცინა კლინიკას აწერია, მაგრამ ფიზიკურად კლინიკაში არ ინახავენ, არის მხოლოდ რაღაც რაიონულ საწყობში საიდანაც უნდა მოიტანონ მოთხოვნის შესაბამისად, თითო აცრა - არის 10 ცალ დოზიანი, ანუ რო გახსნიან - 10 აცრა უნდა გააკეთონ.

ანუ თუ მოიტანენ - უნდა აცრან ბებიაჩემი, კიდევ ერთი ჩაწერილი ყოფილი ექიმი და დანარჩენი თვითონ მედპერსონალმა უნდა დაიწყონ აცრა, რო ტყუილად არ გადაიყაროს ვაქცინა, მედპერსონალი კიდე აყოლილია, ეტყობა - ჭორებს და შიშებს... ამ მიზეზით (და კიდე მიდებ მოდება მიზეზებით რომლების ნახევარსაც ცდილობენ მოგატყუონ და დაგაბნიონ) - ბებიაჩემს აცრაზე უარი უთხრეს", - წერს უჩა აბაშიძე.

მისი თქმით, ვაქცინა ჩამოტანის დღიდან დევს და მედპერსონალი მის გამოყენებას არ ჩქარობს, ან არც აინტერესებს.

"ბებიაჩემს ცალკე მიზეზად ეგ მოსდეს - bug გაიპარა პროგრამაში, თქვენც არ უნდა დაერეგისტრირებინეთ აპლიკაციას - ჯერ მედპერსონალი უნდა აიცრასო", - წერს ის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 მარტის მონაცემებით, 3 642 ჯანდაცვის სფეროს მუშაკი აიცრა, ხოლო 5 185 დარეგისტრირდა ვაქცინის გასაკეთებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი