გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ბიძის განცადებით, ოჯახს ჰყავს ადვოკატი, რომელიც 27 წლის მედდის გარდაცვალების საქმის გამოიძიებისას ინტერესებს დაიცავს.
"ოჯახის პოზიცია ჯერჯერობით ასეთია, რაც მოხდა ეს არ უნდა მომხდარიყო და შევეცდებით, ჩვენი ძალებით, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სამართლებრივად. ჯერ გამომძიებლები არ მინახავს, არ დავლაპარაკებივარ და ნდობაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, გვყავს ადვოკატი, რომელიც მიხედავს ამ საქმეს, მიჰყვება ბოლომდე, დაიცავს იმ ინტერესებს რაც ჩვენ გვაინტერესებს ამ ეტაპზე", - ამბობს, გარდაცვლილი ექთნის ბიძა, ტარიელ ბაქრაძე.
27 წლის ექთანი ახალციხიდან თბილისში გუშინვე გადმოიყვანეს. 16 საათიანი მკურნალობის განმავლობაში მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა. ექიმები მის მდგომარეობას თავიდანვე უმძიმესად აფასებდნენ. დღეს კი მეგი ბაქრაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.