დათა პაპას ანდერძი

გამოქვეყნდა:

საქართველომ დღეს კიდევ ერთი ღირსეული მოქალაქე დაკარგა - სოფელ ხურვალეთში 86 წლის ასაკში დათა პაპა გარდაიცვალა. ის, ოკუპაციის პირველივე დღეებიდან მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობდა და ოკუპანტების ყოველდღიური ზეწოლის მიუხედავად არ თმობდა სახლ-კარს.

დათა პაპა იყო ადამიანი, რომელიც დრომ ოკუპაციის სიმბოლოდ აქცია და სწორედ მასთან შესახვედრად ჩაყავდა საქართველოს ყველა ხელისუფლებას უცხოელი სტუმრები, რომ ოკუპაციის დრამატიზმი ეჩვენებინათ.

ბოლო თვეებში დავით ვანიშვილი მძიმედ ავადმყოფობდა. სიცოცხლის ბოლოს კი თვის მეუღლეს სთხოვა არ მიატოვოს მათი სახლ-კარი.

დათა პაპას საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცეულ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი