როგორ დავტოვო ჩემი სახლიო, ვიწვალეთ, ბევრჯერ მშივრები ვიყავით - ვალია ვალიშვილი დათა პაპაზე

გამოქვეყნდა:

ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა პაპას ცოლი, ვალია ვალიშვილი მის ბოლო სიტყვებს იხსენებს. მისი თქმით, დათა პაპას საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცეულ სასაფლაოზე დაკრძალავენ. საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან ადგილზე შესვლას სავარაუდოდ ვერ მოახერხებენ.

"როგორ დავტოვო ჩემი სახლიო, ვიწვალეთ, ვიწვალეთ, ბევრჯერ მშიერი ვიყავით, გორში რომ წავიდოდით, მშიერი წამოვიდოდით სახლი რომ გაგვეკეთებინა, უკან არის, მიწის სახლი იყო, ალიზის სახლს ეძახიან, მე რომ მომიყვანა, ეს რა სახლია, ჩემი გოგო, რატომ წამოიყვანე აქაო, მამაჩემი ეტყოდა, მერე მითხრა,  ნუ გეშინია, მე ისეთ სახლს გავაკეთებო", - თქვა ვალია ვალიშვილმა.

მან ასევე გაიხსენა დათა პაპას ბოლო სიტყვები და დანაბარები, რომ სახლი არ დაეტოვებინა და არ შეშინებოდა, რადგან ქართველები დაეხმარებოდნენ. 

შეგახსენებთ, რომ 88 წლის დათა პაპა, რომელიც ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობდა დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი