გარდაცვლილი ექთნის ოჯახის წევრები ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ. მათივე თქმით, სისხლის ნიმუშისაც აიღებენ და ექთნის გარდაცვალების მიზეზის დადგენას შეეცდებიან. 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 27 წლის ექთნის ცხედარს ექსპერტიზა ამ წუთებში უტარდება.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ვაქცნინაციამდე მედდა თავს ცუდად გრძნობდა და მან ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ახალციხის კლინიკას.

27 წლის ექთანი ახალციხიდან თბილისში გუშინვე გადმოიყვანეს. 16 საათიანი მკურნალობის განმავლობაში ახალგაზრდას გული რამდენჯერმე გაუჩერდა. ექიმები მის მდგომარეობას თავიდანვე უმძიმესად აფასებდნენ. დღეს დილით კი მეგი ბაქრაძე  პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი