ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 158 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 422 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 216 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 22, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 122 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 99 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,7 მილიონზე მეტი.