გასულ კვირას COVID-19 მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის 0,1%-ს, მოსწავლეების 0,01%-ს დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 15-დან 20 მარტის ჩათვლით, ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0.1%-ს და მოსწავლეთა 0.01%-ს დაუდასტურდა. 

უწყების ინფორმაციით, საზაფხული არდადეგების დასრულების შემდეგ, სკოლებში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი ძველ ნიშნულზე რჩება.

"დისტანციური სწავლების ფორმატში, ქვეყნის მასშტაბით  კვლავ  69 პედაგოგი რჩება. აღნიშნული პედაგოგები წარმოადგენენ რისკ ჯგუფს, რომლებმაც სკოლებს დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ",- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება და, როგორ წესი, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი