ყველა უნდა აცრილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვებდა სამსახურს - 27 წლის ექთნის მამა

გამოქვეყნდა:

ახალციხეში 27 წლის გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მამა, ვეფხია ბაქრაძე ამბობს, რომ ახალციხის კლინიკის ყველა თანამშრომელს უნდა გაეკეთებინა აცრა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურის დაკარგვით დაემუქრნენ.

მისივე თქმით, მეგი ბაქრაძე, ახალციხეში უკვე გარდაცვლილი იყო და ასეთ მდგომარეობაში გადაიყვანეს თბილისში.

"იმედის" კლინიკაში მუშაობდა, ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა, ან ყველას ან არავის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვებდა სამსახურს.100-120%-იანია, რომ ესენი დაიბნენ და ვერაფერი გააკეთეს. შეეშინდათ. ვფიქრობ, შეიძლება არც ჰქონდათ არც ადრენალინი და არც არაფერი, არ იყვნენ მზად ამის გაკეთებისთვის. ახალციხეში უკვე მიცვალებული იყო", - განაცხადა გარდავლილი ექიმის მამამ, ვეფხია ბაქრაძემ.

თავად კლინიკა "იმედი", გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეგი ბაქრაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაცვლილი გადაიყვანეს უარყოფს. მათი თქმით, 27 წლის ექთანს პირველადი დახმარება ახალციხეშივე აღმოუჩინეს და ადრენალინიც გაუკეთეს. 

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი