
ერთი ადამიანი ემსხვერპლა წნორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტმობილი საპირისპიროდ მოძრავ მანქანას შეეჯახა. დაშავებული მძიმე დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორის "არქიმედეს" კლინიკაში მოათავსა.
თუმცა, ექიმების თქმით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების გამო, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ია გულიაშვილი.