რას გვაძალებთ კაცო, სიკვდილს? - მეუფე სპირიდონის ანტივაქსერული ქადაგება

გამოქვეყნდა:

სხალთელი ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მორიგი ანტივაქსერული ქადაგება. სასულიერო პირი ამბიონიდან მრევლს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრების შესახებ ესაუბრება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს მოქალაქეებს რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ვაქცინაციამ დროთა განმავლობაში:

რა პასუხს გვცემს ჩვენ ხელისუფლება რომელიც მოუწოდებს ვაქცინაციას და ინფორმაცია გვაქვს, რომ აძალებენ უკვე და სამსახურიდნ გაგდებით ემუქრებიან. რა შედეგი ექნება ამ ვაქცინაციას 6 თვის, 1 წლის შემდეგ? გაქვთ ამის პასუხი? არ გაქვთ. რას გვაძალებთ კაცო, სიკვდილს?" ამბობს მეუფე სპირიდონი.

მისი თქმით, მსოფლიოში კოვიდ 19-ით 3 მილიონამდე ადამიანია გარდაცვლილი, ვაქცინაციამ კი შესაძლოა გაცილებით მასშტაბური სიკვდილიანობა გამოიწვიოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი