დღეს საქართველოში COVID-19-ის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 189

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 189 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 277 480
  • გამოჯანმრთელებულია - 269 973
  • გარდაცვლილია - 3 700
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 11 923, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  6 328, PCR ტესტით -  5 595
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,2%, ბოლო 14 დღის - 1,55%, ბოლო 7 დღის -   1,63%
  • კარანტინის რეჟიმში - 220
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 435
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 176

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 152 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 15, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 8, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 123 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 99 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,7 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი