ზაფხულის შემდეგ საყოველთაო კარანტინი წარსულს ჩაბარდება - BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი

გამოქვეყნდა:

ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი, უგურ შაჰინი აცხადებს, რომ აშშ-სა და ვეროპის უმეტეს ქვეყნებში, ზაფხულის შემდეგ საკარანტინე შეზღუდვები საჭირო აღარ იქნება. შაჰინის თქმით, სექტემბრის ბოლოსთვის, გერმანიის მოქალაქეების 70%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული ექნება.

"ევროპის უმეტეს ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში, ზაფხულის შემდეგ საკარანტინო ზომები არ დაგვიჭრდება. არსებობს შესაძლებლობა რომ ევროპის ქვეყნებში, პატარ-პატარა კოვიდ აფეთქებები იქნება, თუმცა საყოველთაო კარანტინი და შეზღუდვები წარსულს ჩაბარდება", - ამბობს უგურ შაჰინი.

ცნობისთვის, ფარმაცევტული გიგანტი, BioNTech ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს. მედიცინის სფეროში მიღწეული წარმატებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის კი უგურ შაჰინი და მისი მეუღლე, გუშინ, გერმანიის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი